воскресенье, 15 ноября 2009 г.

4321

ნათელა  ფოფხაძე. თბილისი. დამოუკიდებელი მკვლევარი

სად, როდის ვიწოდეთ ქართველები   გეორგებად  თავდაპირველად 

 

აია, კოლხეთი, იბერია//ივერია, სუანია, მარგალია//სამარგალო//სამეგრელო, ქარდუ//ქარდუნია, ლაზია, პელაზგია, გეორგიაამ მთავარი სახელებით იხსენიებიან ქართველთა სამკვიდრო არეები და მათ შესაბამისად იხსენიებიან ქართი//ქართველი ერის წარმომადგენლები ათასწლეულთა მანძილზე წერილობით აღბეჭდილ მასალაში.

 

უძველესი დამწერლობით, კერძოდ, ლურსმნულით საქართველო იხსენიება  აია, კოლა//კოლაბა//კოლხითი, ქარდუ, ქარდუნია სახელწოდებებით, ხოლო რაც შეეხება სიტყვებს გეორგია, გეორგი, გეორგიელი ამ დამწერლობით აღბეჭდილ მასალებში არ შემხვედრია. უნდა ითქვას, რომ ლურსმნული დამწერლობი ათასობით წარწერა ან ვრცელი ტექსტი  ჯერ ამოკითხული არც არის.

ძველი მოსახლეობა გეორგებად პირველად იხსენიება პირველ საუკუნეში ტრაბონის მიერ ელინურ ენაზე შედგენილ მსოფლიოს გეოგრაფიულ აღწერაში. იმ ვრცელ ნაშრომს გეოგრაფია ეწოდება და დედანის ენიდანელინურიდან თარგმნილია მთლიანად ინგლისურ, ფრანგულ , გერმანულ, რუსულ ენებზე, ხოლო ქართულ ენაზენაწილობრივვრცელი ნაწყვეტები ელინურიდან ქართულ ენაზე თარგმნა თინა სიმონის ასულმა ყაუხჩიშვილმა. სტრაბონის ამ ნაშრომიდან ნაწყვეტებს ადრე მოიხმობდნენ ქართველი მკვლევარები: ვახუშტი ბატონიშვილი, ერეკლე მეორის ოჯახის წევრები, მომდევნო ხანის ქართველი მკვლევარები: მიხეილ თამარაშვილი, მოსე ჯანაშვილი, ივანე ჯავახიშვილი და სხვანი.

გეორგებად, სხვანაირად, იბერებად, ხალიბებად, იბეროხალიბებად პირველ, მეორე, მესამე საუკუნეებში იხსენიება მდინარე უფანის//უფანის აუზის მოსახლეობა; ხსენებული მხარე ამჟამად შეესატყვისება მდინარე დნეპრისა და მის დასავლეთით მიმდებარე მდინარე ბუგის აუზებს.

 

ამ მხარესთან ერთად, გეორგებად იწოდებიან პირველ საუკუნეში სტრაბონის მიერ იწოდებიან  ნახევარკუნძულ აიას (ამჟამინდელი სახელით თუ ვიტყვით, ყირიმიდა ჩრდილოეთ კასპიისპირეთის მოსახლეობა. მათ მახლობლად ჩრდილოეთ კავკასიაში მოიხსენიებიან კოლხები, სუანები, მოსხები.

 

პირველ საუკუნეში  სტრაბონის მიერ  შედგენილ მსოფლიოს ამ ვრცელ აღწერაში იხსენიება ასევე კოლხების ზღვა. ეს ის ზღვაა, რომელსაც ამჟამად  „შავიეწოდება ქართულ და სხვა ენებზე.

სტრაბონის მომდევნო ხანაში საქმიანობდნენ რომის იმპერიის დიდმოხელეები გაიოზ პლინიუს უფროსი და პლინიუს უმცროსი–პლინიუს უფროსის ადრე დაობლებული დისწული, რომელიც თავადვე აღზარდა . მოგვიანებით ის ვრცელი მხარეების მმართველი გახდა, მათ შორის, ნახევარკუნძულ აიასი (ყირიმის). პლინიუს უმცროსი ნახევარკუნძულ აიას//ქერსონის//ყირიმის მმართველების მიერ შედგენილ საბუთებს თავისი სახელმწიფო საბეჭდავით დაამოწმებდა ხოლმე; ამავე მმართველებს ზედამხედველობდა კიდეც. ის გახდა ბიძის–პლინიუს უფროსის მრავალათასგვერდიანი გამოკვლევის პატრონი, მეურვე, რედაქტორი, გამომქვეყნებელი. უნდა ვიცოდეთ, რომ  პლინიუს უფროსმაც ახსენა გეორგები ჩრდილოეთ კავკასიაში თავის მრავალტომიან ენციკლოპედიაში, რომელშიც მოცემულია იმდროინდელი მსოფლიო აღწერა. სიტყვა ენციკლოპედია პირველად მან შემოიღო, აქედან დამკვიდრდა და გავრცელდა საყოველთაოდ. პლინიუსის მრავალტომეულსნატურალის ისტორიაანუ ბუნების, სამყაროს ისტორია ეწოდება. პლინიუს უფროს ვახუშტი ბატონიშვილმა პლინი სტოიკ“–ად მოიხსენია: იტყვის პლინი სტოიკიწერდა ბატონიშვილი ვახუშტი მეთვრამეტე საუკუნეში შედგენილ თავის გეოგრაფიულ ნაშრომის შესავალშივე.

პირველ საუკუნეში საქმიანობდა პლინიუსის თანამედროვე რომაელი დიდმოხელე პომპონიუს მელა. მსოფლიოს მისეულ აღწერაში ჩემი ყურადღება მიიქცია ჩრდილოეთ კასპიისპირეთში გეორგი სახელწოდებით მოსახლეობის მოხსენიება. პირველ საუკუნეში მოღვაწე რომაელი დიდმოხელისტაციტუსის მიერ შედგენილ მსოფლიოს გეოგრაფიულ აღწერაშიც იხსენიებიან გეორგები//გეორგიელები ჩრდილოეთ კავკასიაშიცა და ჩრდილოეთ კასპიისპირეთში.

პირველი საუკუნის მოღვაწეების: სტრაბონის, გაიოზ პლინიუს უფროსის, პომპონიუს მელას, ტაციტის//ტაციტუსის მიერ შედგენილ მსოფლიოს აღწერებში გეორგები იხსენიებიან კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით მდებარე მხარეში ანუ ჩრდილოეთ კავკასიაშიიქაური კულტურული ნაშთები მომავალში უსათუოდ დაადასტურებენ კოლხი ქართველების ძველთაგანვე მხარეებშიც განსახლებასაც. უნდა ვიცოდეთ, რომ ამჟამად გეორგებად ქართველების მოხსენიება უცხოურ ენებზე აკნინებს, ამცრობს აია– კოლხი, სუანი, მარგალი, ქართი, ლაზი, ჭანი, მესხი და სხვა სახელებით გეოგებად მოხსენიებაზე რამდენიმე ათასწლეულით ადრე ცნობილ ერთიანი ქართველი ერის მრავალათასწლოვან წარსულს. აიაქართიბერიად, აიაკოლხიბერიად ან აიასუანგეორგიად ჩვენი ერისა და მისი სახელმწიფოს მოხსენიება უფრო წარმოაჩენს მისი ერის კულტურისა და ისტორიის მთავარ ბირთვს, ხერხემალს და მრავალათასწლოვან სახელმწიფოებრიობას სამეფო ეროვნული ხელისუფლების სახით.

 

1257 წლამდე საფრანგეთის, იტალიის და სხვა დასავლური სახელმწიფოების ხელისუფლებს მიაჩნდათ, რომ კასპიის ტბა („ზღვა“) ჩრდილოეთით უერთდებოდა ოკეანეს. ეს ვარაუდი საფრანგეთის მეფის წარგზავნილმა ბერმა იოანემ ქალაქ რუბრუკვისში დაბადებულმა) გაასწორა, როდესაც იერუსალიმიდან ჩავიდა მონღოლ მმართველთან ყარა–ყორუმში, უკან კი დაბრუნდა შუა საქართველოზე გამოვლით.

 

1

 


1 комментарий:

  1. ქ–ნო ნათელა!
    რატომ არაფერს წერთ ახალს?
    სულმოუთქმელად ველოდები ნებისმიერ სიახლეს თქვენს ბლოგზე.

    პატივისცემით,
    ნიკო.

    ОтветитьУдалить