среда, 29 июля 2009 г.

1924qaldeurMose

ქართველ ერს

,,კომუნისტი" 1924, N 4 (857), 5 იანვ. გვ. 3.

ამავე სათაურით მე დავბეჭდე წერილი ,,კომუნისტში” 1921 წელს, აპრილში და

ვაუწყე საზოგადოებას, რომ დავამთავრე-თქო შედგენა და გადაწერა ქართულ

რუსულ ლექსიკონისა, რომელშიაც შევიდა 104.000 სიტყვა.დღეს პატივი მაქვს საზოგადოებას გავაცნო ჩემივე შრომა, რომელიც მიძღვნილიაქალლდეურ ტექსტებისთვის.ქალდეური ტექსტები ქვა კლდეზე გამოჭრილი წარწერებია. ამისთანა ძეგლწერადღეს 180-მდე ითვლება. პირველი მათგან იპოვნა შულცმა 1827 წელს ვანის ტბის პირას, მერე რავდენიმე სხვაც იმავე ტბის არე-მარეზე.წარწერების ფოტოგრაფიები უკვე დაბეჭდილია მრავალ სამეცნიერო გამოცემებში.

ტექსტები წაიკითხეს, მაგრამ ვერ ამოიცნეს რა ენაზე იყო დაწერილი. საისი,

ლენორმანი მას უნათესავებდნენ ქართულ ენას. ბოლოს გამოითქვა აზრი,, ,,თუ ამ

ძეგლწერათა დამტოვ მოდგმის წარმომადგენელნი არ არიან დღევანდელი

ქართველები, მაშინ იგი უნდა ჩაითვალოს სრულიად გადაშენებულ-ამოწყვეტილ

ხალხად” (ნიკოლსკი). ჩვენ გავეცანით ამ ტექსტებს რუსულ გამოცემებით ,,Древности Восточныя” (ტ. 1,გამოც. მე-3), ,,Материалы по археологии Кавказа” (გამოც. მე-5, 1896 წ.). ამათში დაბეჭდილია ქალდეური ანუ აგრედწოდებული ვანის ლურსმური წარწერები”(მ.ნიკოლსკის რედაქციით) იქაურ მეფეებისა, რომელნიც ასურულ წყაროების მიხედვით თანამედროვეები იყვნენ ასურ ნასირ აბალისა (885-860ცწ. ქრ. წ.),

სალმანასარისა (860-825) და სხ.ჩვენ შევუდექით ძვირფას ტესტების შესწავლას და მათ შესახებ მოხსენება წავიკითხეთ 1900 წელს არქეოლოგიურ კრებაზე პრ. უვაროვას თავმჯდომარეობით;1906 წელს კრებულში ,,Батум и его окрестностиგამოვაცხადეთ (გვ. 33):ენა ვანის ლურსმურ ძეგლწერათა არის ენა ქართული”. მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, თქმა ერთია, დასაბუთება სხვა. საჭირო იყო ჩვენი სიტყვის დასაბუთება, და 1906 წლის აქეთ ამ საბუთების ჩხრეკა ძიებას მოვანდომეთ დრო-ჟამი.

ანალიზი გავუკეთეთ ქართველ მოდგმის კილოების ფორმებს, სათემო და

საგვარტომო სახელებს, გეოგრაფიულ სახელების შედგენილობას, აღვადგინეთ,

შეძლებისამებრ, ძველი საერთო ენის სახე, და იგი დაუპირისპირეთ ლურსმურ

ტექსტების ენა, და ამ ტექსტებიდან 17 უკვე წავიკითხეთ (სქოლიოში მითითებუ-

ლია:ესენი დაბეჭდილნია ზემოხსენებულ რუსულ გამოცემებში ნიკოლსკის

რედაქციით-კ.კ.). წაკითხული ტექსტების ენა საგვარტომო ქართული ენაა, მხოლოდ შიგა და შიგ გვხვდება თითო ოროლა ფორმა, რომელიც ამ საგვარტომო ქართულს დაუკარგავს და დაშთენილა-კი განაპირა კილოებში (ინგ., ხევს., სვან., მეგრ., ჭან.).

რახან წაკითხვამ ცხადჰყო, რომ ძეგლების დამწერნი ყოფილან ქართველები,

ამიტომ საჭირო შეიქმნა განმეხილა სამეცნიერო ლიტერატურა შესახებ ამ ძეგლების

დამტოვებელ დიდ და სიბრძნით განთქმულ ხალდეველებისა და მათ ერთ-სისხლ და ერთ ხორც ხეთელებ-კოლხებისა. აღმოჩნდა შემდეგი. უწინარეს ჟამებშივე ხალდეველთა მოდგმას სჭერია მთელი შუამდინარე და მცირე აზია ეგვიპტის საზღვრებამდე, კუნძულები კვიპროსი (ამას მათებურად ერქვა აგრეთვე იავნანა) და კრეტა. შარდან კოლხელი თავის რაზმით ჰშველოდა რამზეს II-ს 1270 წ. ქრ. წ. კოლხელებივე ენადებოდნენ ლიბიელებს (აფრიკაში), საცა ცხოვროდა თეთრკანიანი ხალხი თხუხი, კახაკინილოსის დელტის სამხრით ქალაქი ტანისი (ავარისი) იყო უმთავრესი სამყოო კოლხელებისა. ჰიქსოსების ხანაში მთელი ეგვიპტე, სირია ღასისამდე და შუამდინარე წარმოადგენდა ერთ სახელმწიფოს ჰეგემონიის

ქვეშე ხეთა-ქაlდის მოდგმისა. შემდეგში 1270 წელს ხეთას მეფე ხიტისარმა

(სქოლიოში აღნიშნულია:ხიტი იგივე ქიტი, ხატი, ხეტაა ხიტიის ანუ ხიტის მეფე

(სარ-ცარ, მცარი, ცავი), რომ სამეგობრო ხელშეკრულება დასდო რამზეს II-სთან. ამ

ხელშეკრულობის სიმტკიცეს თავდებად დაუდგა ათასი ღმერთი ხეთას ქვეყნისა და

ათასი ღმერთი ეგვიპტისა, და იგივე ხელშეკრულობა თავის ბეჭდით და ხელმოწერით დაამტკიცა ხეთას დედოფალმა გილუხიპამ (სქოლიოში ნათქვამია:ასეთივე სახელიანი სეფე ქალები ქალდისა ცოლად ჰყვანდათ ფარაონებს),ასულმა კიჯადადანის ქვეყნისა.

საგულისხმოა, რომ ჰეროდოტე, რომელმაც მოიარა ეგვიპტე და კოლხეთი, ეგვიპტელებსა და კოლხებ შორის ერთის მხრივ და მათ ჩვეულებასა და ენას შორის

მეორეს მხრივ დიდ ერთობას აღნიშნავს. ბერძენთ მწერლებივე აცხადებენ კოლხების ერთგვარ დენას დასავლეთის-კენ. სტრაბონი იუწყება, კოლხების კვალი შეინიშნებაო კუნძულ კრეტაზე, იტალიას,ადრიატიკის ზღვამდე. აქ პლინიუსი უჩვენებს ქალაქს კოლხინიუმ კოლხთა აგებულს. ამათ წინანდელი მწერლები, კალლიმახი (260-230 წ. ქრ. წ.) და სხვა, კოლხთა ქალაქებს უჩვენებენ ეპირში, ისტრიას (სქოლიოში აღნიშნულია:კოლხებმა დააარსესო ქალაქი, რომელსაც დაარქვესო თავიანთებურად პოლა. გვგონია ნაკვეთად სიტყვისა სოფელი ზმნიდან ფუუა, ფლვა, ფლობა).

თვით იუპოტერის აღმზრდელებადაც იგივე ბერძნის მწერლები აცხადებენ

კოლხებს, ათინის კულტიც კოლხეთიდან გადაინერგესო. შემოვკრიბეთ ჩვენ გეოგრაფიული სახელებიც ხეთა-ქალდიისა, და მათ შორის არა ერთი აღმოჩნდა სეხნია აწინდელ საქართველოს გეოგრაფიულ სახელისა, იგეთიც-კი, ვით არმაზი, ოპიზი, ძამა, გურია, ეფრატი. მაგრამ ამ სახელებში უმთავრესი ჩვენი ყურადღება მიიპყრო შუამდინარის წოდებამ შუმერე, ე. შუამერე ტიგროსსა და ევფრატს შუა მდებარე მერე=სარწყავი მიწა. ამ შუმერის ენა აქაურობისთვის ისეთივე საღმრთო ენა იყო, როგორიც ევროპისთვის ლათინური, მაგრამ ამ ლათინურზე ორჯერ მეტ ხანს (ისტორია კაცობრიობისა, ჰელმჰოლცის რედაქცია 1904 წ. ტ. 3, გვ. 6.) ასე შემოიკრიბა დიდძალი მასალა და ისეთის ხასიათისა, რომ აშუქებს ქართველი ერის წარსულს. და ამიტომ ამ მასალის სემცველს ჩვენს ახალ შრომას სახელად დავანათლეთ ,ქართველები და ქართული ენა”. ეს წიგნი (ასამდე ხელნაწერი თაბახი) დაყოფილია ოთხ თავად. თავი 1. გამოკვლევა: ენა საზოგადოდ და ქართული განმსაკუთრებით

პალემფსესტების ენა და ინგილოურ-სვანური კილოები. არსებითი ზმნა. ნაცვალსახელები. რიცხვი. თანდებული (წინ და უკან სართავები)-ნათესაობითი

ბრუნვა და ი. ზმნათა შორის. ღმერთი. მზე. მთვარე. ცა. თავი 2. სათემო და საგვარტომო სახელების დაბოლოებანი. თავი 3. ქალდეური ტექსტები; წაკითხვა განმარტებანი.

თავი 4. ქალდიიდან ქართლამდე: 1. ქალდიის მოკლე ისტორია. 2. ცნობები ხეთის შესახებ:ხეთას ადგილები.ღმერთები.მეფეები. ანბანი. ხეთა-აკადური სიტყვები. 3. ეგვიპტელები და კოლხები.სახელები დაბოლოებით კ-კი-კა-გი. შარდან კოლხელი 1270 წ. კოლხები ტანისში და ლიბიაში. 4. ქალდიის გეოგრაფიული სახელები. ქალდეველტა ენა. კულტურა. მხედრობა. დაშლა დიდებულ იმპერიისა. მცხეთა.

დასკვნა:ქალდეურ ტექსტების მნიშვნელობა. დამატება:1. სამეგობრო ხელშეკრულება ხეთა-ეგვიპტისა (თარგმანი_______). 2. ქართული გეოგრაფიული სახელები და მათი დაბოლებანი. 3. ბგერათ შესატყვისობა. ქალდთა ძეგლ-წერანი ისეთი ხასიათისანი არიან, რომ იგინი დიდი მეცნიერების სიტყვით არ ჩამოუვარდებიან ეგვიპტის ცნობილ ძეგლებს. ოღონს უნდათ მათ გულდასმით და ბეჯითად შესწავლა, ტექსტების მოგროვება, გადმოთარგმნა,გამოქვეყნება და გავრცელება. ყველა ეს უნდა ითავოს ჩვენმა ნორჩმა უნივერსიტეტმა, საცა მოღვაწეობენ ისეთი ძალები, ვით ივ.ჯავახიშვილი, კ.კეკელიძე, ა.შანიძე, გ.ახვლედიანი, გ.წერეთელი და სხ. ჩვენი ძეგლწერები არა მარტო ადგილობრივი მნიშვნელობისაა, არამედ საზოგადოც, საკაცობრიო. ჯერ ისევ ამ ძეგლწერათა წაკითხვამდე ინგლისის მეცნიერი კლარკი წერდა: ,,ქართველი მოდგმა უწინ ფართედ იყო განთესილი. არსებობდა ძველი ქართული ენა, რომელიც შემდეგში გაშტოვდა. მოდგმათა. ერი, რომელიც ამ ქართულ ენაზე ლაპარაკობდა, ბატონობდა მთელს მაშინდელ ცნობილ მსოფლიოში, უმთავრესი სამყოფო კი ამ ერისა იყო იბერია- ედემი. ბაბილონს და ასურეთს აღმოცენდა მისი სკოლები სამეცნიერო, სამწერლო და სახელოვნო შესაგნებად უძველეს ძეგლ-წერატა ფორმებისა და აკადის ძეგლწერების  წასაკითხავად უნდა მივმართოთ ძველ ქართულ წყაროებს. სომხები და სპარსელები არიან ნაშთნი ძველ ქართველებისა, ასურთა მიერ დამარცხებულებისა და

დევნილებისა მათ სამხრეთ სამფლობელოდან”. H. Clark. On the prehistorie and protohistorie relationr, of Asia (Journal of the of the Antropokog. ligt; tute, 1871 წ. გვ. 52-59. კ.პატკანოვი. ,,ვანის ძეგლწერანი და მნიშვნელობა წინა-აზიის ისტორიისათვი”, 1881, გვ. 15).როგორც ჰხედავთ, ყოველ მხრივ საყურადღებოა კლარკის აზრი და შეხედულობა.  ძეგლწერათა ენა უკვე ამოცნობილად უნდა ჩაითვალოს. ქართველი ერი მოვალეა დიდის გულისხმიერობით მოეჭიდოს იმ საუნჯეს, რომელიც ბიაბან ადგილებში დაუტოვებიათ წინაპრებს. დასასრულ უნდა ვთქვათ, რომ ერთი ძეგლწერა თავდება ლექსად, რომლის დაბოლოება ასეთია:...

ნუ ლალიე

ნუ ლაალი

ნულულიე

სელუინიე

ასეთები იყვნენ ,,გულმყარნი და კისkასნი, ვეფხვზე მალი ცხენებით” (ამბაკომე)

,,ქალდინინი uSmaშინი””.   29 დეკ. 1923..თანამედროვენი მოსე ჯანაშვილის

მოღვაწეობაზე ,,ჩვენ მივიღეთ მშვენივრად გამოცემული ,,,საქართველოს ისტორია", შედგენილი მოსე ჯანაშვილისაგან. წიგნი შედგება ორას ორმოცი გვერდისაგან. ფასი წიგნისა არის დანიშნული სამი აბაზი და ვინც ოც წიგნზე მეტს წაიღებს ერთად, მას წიგნი ეთმობა ათ__


Комментариев нет:

Отправить комментарий